top of page
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ჯგუფის ფილიალების რებრენდინგი შემუშავებულია საზოგადოებრივი სივრცეების კონცეფციაზე დაყრდნობით. შეიქმნა მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სწორკუთხა ფორმებით, ხის და მდფ-ის დეკორაციებით, წიგნებით და მცენარეებით რომელიც ახალი, განსხვავებული და გამორჩეული სივრცეა მიკროსაფინანსოს მოსმახურების სფეროში. ბათუმის და ქუთაისის ფილიალების რებრენდინგის შემთხვევაში მოხდა არსებული ფართების რეკონსტრუქცია. გორის ფილიალის შემთხვევაში შედგა შენობის სრულიად ახალი კონცეფცია. შენობის დომინანტს ფასადის შემინული ნაწილი წარმოადგენს. უპრეცედენტო ფასადის მისაღებად, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა ზომის, ფერის, გამჭვირვალობის მქონე მინებისგან ორი განსხვავებული სიბრტყის შექმნას და სპაიდერების მეშვეობით მათ განცალკევებას, შესაბამისად მივიღეთ განსხვავებული არეკვლადობის, ჩრდილების და სიბრტყეების გადაკვეთის ორგინალური ეფექტი. რიკო ჯგუფი - გორი

©2025 by artytechs

bottom of page