top of page
პროექტის საწყისი, გეგმარებითი ნაწილი, შესრულდა არსებული გარემოდან შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. გასათვალისწინებელი იყო გამტარუნარიანობის დადგენა, შესაბამისად ფეხითმავალთა, ასევე ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული გასასვლელების სწორად განაწილება. სატრანსპორტო მოძრაობისას, არასასურველი გადაკვეთების ასაცილებლად, გეიტების მდებარეობის განსაზღვრა მოითხოვდა მოსაზღვრე ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტის გეიტებთან თანხვედრას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინრარე, სამოძრაო ტრაექტორიები საჭიროებდა ტერიტორიის სრული მაშტაბით ათვისებას, რაც ამცირებდა შენობის საერთო ფართს და შეუძლებელი ხდებოდა მისი სრულყოფილი ფუნქციონირება. საჭირო გახდა პრობლემის არქიტეტქურული გადაწყვეტა. დამკვეთთან შეთანხმებით გადავწყივეტეთ შენობის გარკვეული ნაწილის გეიტების თავზე დაპროქეტება, რაც ასევე ორიგინალური არქიტექტურული ფორმების შექმნის საშუალებას იძლეოდა. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით სივრცეები იყო შემინული, ხოლო მეორე ეტაპზე, უკვე მას შემდეგ რაც ფასადურ ნაწილში ჩაერთო გერმანელი არქიტექტორი იურგენ მეიერი, მივიღეთ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ისეთი სახით, როგორც დღეისათვის გამოიყურება შენობა. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

©2025 by artytechs

bottom of page